Chateau Chikovani

gordi canyon, 4600 GORDI, CHATEAU CHIKOVANI


0790314407



About

chateau chikovani

Description

თუ გსურთ მოხვდეთ სამოთხეში დედამიწაზე - მთების, ჩანჩქერებისა და კანიონების საოცარ ველურ ბუნებაში, დატკბეთ ულამაზესი მთებისა და ღამით ვარსკვლავებით მოჭედილი ცის თაღის ცქერით, ან უბრალოდ მოწყდეთ ყოველდღიურ ერთფეროვნებას, მაშინ გელოდებით ჩიქოვანების ძველ მამულში! აქ თქვენ დაგხვდებათ ოთხსართულიანი სასახლე, უზარმაზარი ეზო ასწლოვანი ხეებით, მყუდრო კეთილმოწყობილი ნომრები საუკეთესო ხედებით, დიდი და მცირე საკონფერენციო დარბაზი, საცურაო აუზი, საუნა, ბარი, რესტორანი, სპორტული მოედნები, საბილიარდო, საკალმახე.
უნიკალური ბუნება, სუფთა და გამჭვირვალე ჰაერი, დახვეწილი და მდიდარი სამზარეულო, ნატურალური, ჭურის ღვინო, ცნობილი ჭყუნტის არაყი, საცურაო აუზი და საუნა, საუკეთესო მომსახურება ქმნის სასიამოვნო გარემოს დასვენებისათვის. მოსულ სტუმარს შესაძლებლობა ექნება ითევზაოს მთის კალმახზე და ადგილზევე დააგემოვნოს საკუთარი ნადავლი. ყველა ნომერს გააჩნია სააბაზანო, აივანი, ლედ ტელევიზორი, მაცივარი.
სასტუმროს გააჩნია 2 საკონფერენციო დარბაზი, (20 და 120 კაცზე.) რომლებიც აღჭურვილია LCD პროექტორით, ეკრანით, სალექციო პლაკატებით, დაფით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დარბაზის უზრუნველყოფა სინქრონული თარგმანის სისტემით, მიკროფონებით, საკონფერენციო ყურსასმენებით და სხვა აუცილებელი საშუალებებით. სასტუმროს გააჩნია ლანჩით და ფურშეტით მომსახურების სერვისები.
სასტუმროში ფუნქციონირებს რესტორანი, სადაც შესაძლებლობა გეძლევათ შეუკვეთოთ დღესასწაულების, იუბილეების და ქორწილების სრული ორგანიზება. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ქართული, ისე ევროპული კერძები. მიირთვათ იმერული და კახური ტექნოლოგიით დამზადებული ნატურალური ღვინოები. რესტორნის ინტერიერს ორგანულად ეწყმის ბარელიეფები, რომელიც ასახავს ჩიქოვანების გვარის ისტორიას.
ნომრები
სასტუმროს მეორე სართული მოპირკეთებულია ჰარმონიული თბილი ტონის მასალებით, ხოლო მესამე და მეოთხე სართულის კედლები აგებულია აგურისა და ხის მასალისაგან, რაც ოთახების არასტანდართულ ფორმასთან ერთად განსაკუთრებული მყუდროებასა და სიმშვიდეს ქმნის. ოთახებს ამშვენებს მეტალისა და ხის რესტავრირებული ავეჯი. ყველა ნომერში დგას ლედ ტელევიზორი სატელიტური არხებით, ტელეფონი, მაცივარი მინიბარით, სამუშაო მაგიდა და ყველა სხვა აუცილებელი აქსესუარი. სასტუმროს ტერიტორია ფარავს მაღალ სიჩქარიანი უკაბელო ინტერნეტი. ყველა ნომერს აქვს ბუნებრივი გრანიტით მოპირკეთებული ნათელი სააბაზანოები.

სურვილისამებრ შეგიძლიათ აირჩიოთ ნომრები ორ ადგილიანი საწოლით ან ორი ერთადგილიანი საწოლით. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მოითხოვოთ დამატებითი საწოლის დადგმა.
რესტორანი
რესტორანი მოიცავს სამ დარბაზს და იმერულ ოდას. დარბაზები აგებულია ძველი აგურისა და ადგილობრივი კლდის ქვისაგან, რაც იწვევს განსაკუთრებულ მყუდროებას. კედლებში ჩაშენებული ბუხრები კი თქვენ განსაკუთრებულ, რომანტიულ განწყობას შეგიქმნით. რესტორნის კედლებზე გამოსახული ბარელიეფები, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმის ინტერიერს, ასახავს ჩიქოვანების გვარის ისტორიას. დარბაზს ეზოს მხარეს აქვს დიდი ვიტრინები, რომლებიც დარბაზს აერთიანებს გამწვანებულ ეზოსთან დაბადებს ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებას.
ყველაზე მთვარი - სამზარეულო. რესტორანი გაგიმასპინძლდებათ სხვადასხვა დასახელების, როგორც ადგილობრივი, ასევე ევროპული უგემრიელესი კერძებით. აქ შესაძლებლობა გეძლევათ დააგემოვნოთ იმერული, კახური და ევროპული ტექნოლოგიებით დამზადებული უნიკალური ღვინოებით. ასევე შესაძლებელია მიირთვათ მაღალ ალკოჰოლური უნიკალური სასმელები: ჭაჭა, ჭყუნტისა და სხვადასხვა ხილის არაყი
რესტორანი გთავაზობთ საიუბილეო საღამოების, სადღესასწაულო დღეების, ქორწილებისა და სხვა ღირსშესანიშნავი თარიღების ორგანიზების სრულ პაკეტს, რაც გულისხმობს გამორჩეულ დიზაინს და ორიგინალურ იდეებს.
დღესასწაული შეგიძლიათ გაიახანგრძლივოთ რამდენიმე დღით და ისარგებლოთ სასტუმროს მომსახურებით. ღონისძიების გამართვა შესაძლებელია ღია ცის ქვეშ ფეიერვერკებითა და სხვადასხვა სიურპრიზებით.
სასტუმროს გააჩნია 2 საკონფერენციო დარბაზი, (20 და 120 კაცზე.) რომლებიც აღჭურვილია LCD პროექტორით, ეკრანით, სალექციო პლაკატებით, დაფით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დარბაზის უზრუნველყოფა სინქრონული თარგმანის სისტემით, მიკროფონებით, საკონფერენციო ყურსასმენებით და სხვა აუცილებელი საშუალებებით. სასტუმროს გააჩნია ლანჩით და ფურშეტით მომსახურების სერვისები. ჩიქოვანების მამულის მთელ ტერიტორიას ფარავს WIFI ინტერნეტი.
საქართველოს ღვინის კულტურასთან რვაათასწლიანი უწყვეტი ისტორია აკავშირებს, რასაც მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა და ისტორიული ფაქტი ადასტურებს. საქართველოს მუზეუმებში დაცულია მეღვინეობასთან დაკავშირებული, ათასწლეულებით დათარიღებული მრავალი ექსპონატი.
ღვინოს ჯერ კიდევ წარმართული პერიოდიდან ჰქონდა რიტუალური და მისტიკური დანიშნულება. ქართველების ხალხურ სარწმუნოებაში მევენახეობის მფარველ ღვთაებად „აგუნა“, ანუ „ანგურა“ იყო მიჩნეული.
ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად, როდესაც ღვინო მაცხოვრის სისხლს დაუკავშირდა, ვენახმა და ღვინომ საქართველოში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ქრისტიანობის გამავრცელებელი წმინდა ნინო საქართველოს ვაზის ლერწისგან შეკრული ჯვრით მოევლინა. მონასტრებში ყოველთვის დიდი რაოდენობით ღვინო დგებოდა და დღესაც ბევრ მონასტერშია შემორჩენილი ძველი მარნები. ქართველები ღვინოს წმინდა სასმლად თვლიდნენ და ხშირად წმინდანებსაც სწირავდნენ. წმინდანისთვის და ეკლესიისთვის შეწირულ ღვინოს „ზედაშეს“ უწოდებდნენ.
ამ მხრივ ჩიქოვანების მამულშიც წააწყდებით ქრისტიანულ ლოცვებს რომელიც ტრადიციულად წლებია წარმოითქმის ღვინის ხმევისას, ვენახის გასხვლისა თუ რთველის დროს.
Chateau Chikovani
ჩიქოვანების მამული თავს იწონებს ქართული არამატერიალური მემკვიდრეობის - ქვევრის არაერთი ეგზემპლარით. თიხის ცრემლისებული ჭურჭელი საუკეთესო საღვინე ჭურჭლად მიიჩნევა დღევანდელ მეღვინეობაში. ცალკე სანახაობაა ჭურისთავზე გაშლილი ქართული ტრადიციული მცირე სუფრა, ჭურის მოხდის პროცესი და ადგილზე ორშიმოთი ამოღებული ღვინის დაჭაშნიკება. მამულში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ იმერული, კახური და ევროპული ტექნოლოგიებით ღვინის დაყენების პროცესი.
Chateau Chikovani
ამას გარდა გახდეთ როგორც ადგილობრივი ღვინის ისე სხვა ალკოჰოლური სასმელების მეჭაშნიკე. მამულის მცირე ზომის მარანი მოწყობილია ქართული მარნის მოწყობის წესებით. აქ თქვენ ნახავთ უძველეს ღვინის პრესს, რომელიც დიდი ქვის -მერატაფისაგან და წნეხის ხის პერანგიდან შედმგარი იმერული წნეხის ნაირსახეობას წარმოადგენს. საშუალება გექნებათ მონაწილეობა მიიღოთ უძველეს ცაცხვის ხის საწნეხელში ღვინის დაყენების პროცესში. დატკბეთ ადგილზე დამზადებული ნატურალური სასმელებით მათშორის ღვინის ბრენდითა და ყველასათვის ცნობილი ჭყუნტის არაყით. ჩიქოვანების მამულის მარანი საშუალებას გაძლევთ თავად ჩაერთოთ ღვინისა თუ მაღალალკოჰოლური სასმელების დაყენების პროცესში.
ადგილზე საშუალება გექნებათ გაისეირნოთ მამულის ვენახში სადაც თქვენ ქართული საღვინე ყურძნის ჯიში - ჩხავერის ვენახი დაგხვდებათ. ადგილზევე საშუალება გექნებათ დააგემოვნოთ ჩხავერისაგან მიღებული ჩალისფრი მშრალი სუფრის ღვინო, ასევე ნახევდარტკვილი და ბუნებრივი შუშზუნა ღვინო.
კალმახზე თევზაობა
ჩიქოვანების მამულში დასვენებასა და გართობას გაგილამაზებთ მთის კალმახზე თევზაობის შესაძლებლობა. მამულიდან გაუსვლელად საშუალება გექნებათ ითევზაოთ კალმახზე, შემდეგ კი თქვენი ნადავლი შეგიძლიათ ნაკვერჩხალზე შეწვათ და მეგობრების წრეში დააგემოვნოთ. კალმახზე თევზაობისას საშუალება გეძლევათ გაერთოთ მეგობრებთან ერთად ან წყნარად ისმინოთ წყლის გამომაცოცხლებელი ხმით.
Chateua Chikovani
ფინური აბანო
ფინური აბანოს მოყვარულებს საშუალება ექნებათ მიიღონ სიამოვნება როგორც ორთქლის, ისე მშრალი საუნის ქვეშ. საუნიდან გამოსულს კი იქვე საშუალება გაქვთ გაიკეთოთ გამაჯანსაღებელი მასაჟი და ინებივროთ საუნის აუზის ცივ წყალში.
Chateua Chikovani
ღია აუზი
აუზისა და ცურვის მოყვარულებს ზაფხულის ცხელ დღებში შეუძლიათ იბანაონ დიდ აუზშიც, და პარალელურად მიიღონ მზის აბაზანები. აუზის პირას მიირთვან ცივი ლუდი და დატკბნენ ზაფხულის ცხელ დღეებში სიგრილის შეგრძნებით.
Chateua Chikovani
სპორტული მოედნები
მამულში ფუნქციონირებს კომბინირებული სპორტული მოედანი სადაც საშუალება გექნებათ ითამაშოთ მინი ფეხბურთი, ტენისი, კალათბურთი, ფრენბურთი და სხვა თამაშები. ბილიარდის მოყვარულებს კი შაშუალება აქვთ ითამაშონ რუსული ბილიარდი მამულის საბილიარდოში.
Chateua Chikovani
ცხენით ჯირითი
მათთვის ვისაც იზიდავს ცხენით ჯირითი ჩქოვანების მამული თავაზობს საცხენოსნო სკოლას. სკოლაში მსურველებს საშუალება ექნებათ ისეირნონ საუკეთესო ჯიშის ცხენებით.
Chateua Chikovani
ტელესკოპით დაკვირვება
უდაოდ ძლიერ ინტერესს იწვევს საღამოობით სუფთა ცაზე ათასობით ვარსკვლავის თვალიერება და მათზე დაკვირვება. გორდის შესანიშნავი მდებარეობა გულგრილს არც ასტრონომიის მოყვარულებს ტოვებს. მამულიდან შესაძლეველია მცირე ტელესკოპით დააკვირდეთ ცას და გადახვიდეთ ასტრონოიის უკიეგანო სამყაროში.

Videos

Watch Video
Watch Video
Watch Video
Watch Video
Watch Video
Watch Video
Watch Video

Places Nearby


Gochkadili Canion
Martvili
Amusement & Theme Park

Gordi "dadianebis Saxli"

Arts & Entertainment

Hostnodes • ჰოსტნოუდსი
D. Aghmashenebeli N84, 2100 Zugdidi
Business Service, Business Service

Martvilis Dadianebis Rezidencia Sof.salxino

City, County, Food & Beverage

ტალერი
martvili, 123 Martvili
Community, Landmark & Historical Place

Balda, Martvili

Country, Region

Shefali Bitkiler Merkezi
3000 Kvemo-Khunts, Marneulis Raioni, Georgia
Doctor

Tamakoni
tamakoni, Martvili
Food & Beverage

Salxino-Dadianebis Sasaxle

Geographical Place, Region

Chateau Chikovani
gordi canyon, 4600 GORDI, CHATEAU CHIKOVANI
Hotel
Guest House Nelly
Nugzar Dzhaparidze Street, 3204 Mestia
Hotel, Travel Company
Hotel • BALDA - სასტუმრო • ბალდა •
მარტვილის რაიონი სოფელი ბალდა, [email protected] Martvili
Hotel

Nagvazao
Nagvazao-ნაგვაზაო, Martvili dist.
Local Business
Gordis Lounge Bar

Local Business
Martvili,taleri
martvilis raioni, taleri, Martvili
Event

Okaces Kanioni
Samegrelo - Imereti, Martvili
Locality

ფსიქოთერაპიის კაბინეტი
ლუბლიანას 2/6, I სართული, Tbilisi, Georgia
Mental Health Service, Professional Service

ოკაცეს კანიონი

Mountain, State Park, National Park

Martvili Canyon - მარტვილის კანიონი
martvili canyon, 0032 Martvili
National Park, Hotel Resort, Picnic Ground
Khoni Gordi Okaces Kanioni Dadianebis Sazafxulo Rezidencia

National Park, Amusement & Theme Park, Performance & Event Venue

Okacis Kanioni
Xonis Raioni
Park, Region, Arts & Entertainment

Naxaxulevi
Kutaissi
Playground

Martvili Dadianebis Sabanao

Region, Travel & Transportation
სალხინო
სალხინო, 3100 Martvili
Region
Salkhino, Martvili

Region, Neighborhood

დარბაზი მარტვილი / Hall Martvili
Martvili Chavchavadze street N 2, 3100 Martvili
Restaurant

Mdinare Texura

River, Locality

Martvili Stadium
Martvili
Sports Club

Martvilis kanioni martvili
kanioni, 1234567899 Martvili
Tour Agency
Gachedili Canyon

Tour Agency, Arts & Entertainment
Martvili, Tamakoni
qindzmarauli, Martvili
Tour Agency, Food & Beverage


Okatse Canyon
K'Veda Gordi, Zugdidis Raioni, Georgia
Wildlife Sanctuary, Locality, Mountain

Privacy Policy